Monday, November 11, 2013


მივუახლოვდით სასწავლო კურსის დასასრულს. კიდევ ერთხელ გაგავხედეთ ჩვენს პორტფოლიოს და საბოლოო ვარიანტი ავტვირთეთ ბლოგზე. პრეზენტაციამ ხალისიან ვითარებაში ჩაიარა. პედაგოგებმა საინტერესო პროექტები წარმოადგინეს. დიდი მადლობა ნინო კაჟაშვილს! ნინოს პროფესიონალიზმისა და გულისხმიერების დახმარებით მივაღწიეთ სასურველ შედეგს. წარმატებებს ვუსურვებ ყველა პედაგოგს.

Saturday, November 9, 2013

დღეს განვიხილეთ მე-7 მოდული.googl-ის ფორმებში შევადგინეთ მოსწავლის წინარე ცოდნის შეფასების კითხვარი. პროექტის პრეზენტაციაში დავამატეთ ბმულები.













Sunday, November 3, 2013

დღეს ტრენინგის მე-7 დღე იყო. შევქმენით ბუკლეტის დანხმარე შაბლონი სუსტი მოსწავლეებისთვის. ვისწავლეთ ბლოგზე  "ფეიჯების" და "გაჯეტების" დამატება ბლოგზე. გავუზიარეთ მოსწავლის ნამუშევრები, მოვახდინეთ უკუკავშირი.

Saturday, November 2, 2013

მე-6 დღის რეფლექსია

განვიხილეთ მე- მოდული. შევადგინეთ მოსწავლის სავადაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა.მოვახდინეთ მოსწავლის ნაშრომზე უკუკავშირი. შევივწავლეთ ბლოგზე ვიდეოს გამოქვეყნება. შევცვალეთ ბლოგის დიზაინი.

მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაცია

Saturday, October 26, 2013


დღეს განვიხილეთ მე-3 და მე-4 მოდული. შევქმენით მოსწავლის ნამუშევარი(რაც დაგვეხმარება შეფასების რუბრიკების შექმნაში).გავეცანით საავტორო უფლებებს.   გადმოვიწერეთ ''Youtube"-დან ვიდეოები ჩვენი პროექტის შინაარსის მიხედვით. საინტერესო დღე გვქონდა, მადლობა ნინოს!

Sunday, October 20, 2013

დღეს ვიმუშავეთ მოდული 2.-ის  მესამე, მეოთხე და მეხუთე აქტივობებზე. ვიმუშვეთ პროექტის შეფასების გეგმაზე. გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია და ავტვირთეთ ბლოგზე. ძალიან საინტერესო დღე გვქონდა!

პორტფოლიოს პრეზენტაცია

Saturday, October 19, 2013


ზოგადი შეკითხვა
---სილამაზის აღქმისთვის აუცილებელია მათემატიკის ცოდნა?
თემატიური შეკითხვა--სად ვიყენებთ რეალურ ცხოვრებაში პროპორციული სიდიდეების თვისებებს? როგორ მეხმარება პროპორცია საშინაო დავალებების შესრულებაში?
შინაარობრივი შეკითხვა--როგორ განიმარტება პროპორცია?  როგორ სიდიდეებს ეწოდებათ პირდაპიროპორციული?(უკუპროპორციული?)  რა თვისება აქვთ პირდაპირპროპორციულ (უკუპროპორციულ) სიდიდეებს?  

მესამე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე ძალიან საინტერესოდ წარიმართა. განვიხილეთ ორი აქტივობა. დავწერეთ სტანდარტი, სტანდარტიდან მიზნები, ხოლო მიზნებიდან გამომდინარე ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.  ვისარგებლეთ სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკით, განახლებული ბლუმის ტაქსონომიით და მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვების რუბრიკით. გამოვიყენეთ პრეზენტაცია "მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვები".

Thursday, October 17, 2013

უნარები და სტანდარტი

21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები

პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეებს განუვითარდებათ 21- ე საუკუნის უნარ-ჩვევები
  • შემოქმედებითობა და გამომგონებლობა
  • კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა
  • კომუნიკაცია და თანამშრომლობა
  • საინფორმაციო წიგნიერება
  • მოქნილობა და ადაპტაცია
  • ინიციატივა და დამოუკიდებელი მუშაობა
  • ისტ(ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების) წიგნიერება





სტანდარტი
მათ. VII.2.  მოსწავლეს შეუძლია რაციონალურ რიცხვებზე მოქმედებების სხვადასხვა ხერხით შესრულება.
·      ხსნის პრაქტიკულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ან სხვა სასწავლო დისციპლინებიდან მომდინარე ამოცანებს გამოთვლებზე (მაგალითად, უმარტივესი ხარჯთაღრიცხვა; ისტორიული ეპოქის ხანგრძლივობის განსაზღვრა; ამოცანები პროცენტებზე და პროპორციაზე: ხსნარები, შენადნობები და სხვა).

მათ. VII.5.          მოსწავლეს შეუძლია სიდიდეებს შორის პირდაპირპროპორციული დამოკიდებულების ამოცნობა და გამოსახვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·      მოცემული დამოკიდებულებისათვის თვისობრივად და რაოდენობრივად აღწერს, თუ რა გავლენას ახდენს ერთი სიდიდის ცვლილება მეორის მნიშვნელობაზე; მოყავს მუდმივი და არამუდმივი რაოდენობრივი ცვლილების მაგალითები ყოველდღიური ცხოვრებიდან;

Monday, October 14, 2013

        ტრენინგის მეორე დღე პროექტის პუბლიკაციის შექმნას დავუთმეთ. ვიმუშავეთ "word"-ში, სადაც ბევრი საინტერესო და საჭირო ინფორმაცია მოგვაწოდა ტრენერმა. ნინოს დიდი მადლობა საინტერესო ტრენინგისთვის!




           2013 წლის 12 ოქტომბერს მოვისმინე ტრენინგის I მოდული, საიდანაც გავიგე,რომ შევძლებ სწავლების პროცესში ეფექტურად გამოვიყენო ტეცნოლოგიები, რაც დამეხმარება მოსწავლეთა წახალისებაში და საბოლოდ უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში. პირველ დღეს შევისწავლე პროექტის პორთფოლიოს შექმნა, (ტრენერის დახმარებით შევქმენი პორთფოლიო). ჩემს პორთფოლიოში შენახული დოკუმენტები დამეხმარება მიზნის მიღწევაში.

            პირველ დღეს გავხსენი ბლოგი და ვისწავლე კომენტარის გაკეთება.